თაზო დათუნაშვილი – გაფართოების ანგარიშმა „ქართულ ოცნებას“ და მოქალაქეებს შეფარვის გარეშე უთხრა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროპული მომავალი არის დასრულებული – მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ოცნებამ“ დაასამარა ევროპული პერსპექტივა

მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა.
თაზო დათუნაშვილის თქმით, გუშინდელ ანგარიშში ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშეა ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი დასრულებულია.
„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული.
შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული, პირიქით, იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. „ქართული ოცნების“ ეს რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულება მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა