დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში დაკავებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე.
მიქაძეს და მისი დაცვის სამსახურის უფროსს ედავებიან იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე“, – თქვა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
იმის გამო, რომ დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.
დავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:
· ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს – სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
· გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძისთვის მუქარის გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა