“ქართული ოცნება” საკუთარ ხალხს ატყუებს – მარტა კოსი

საქართველოს მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს – ეს განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გააკეთა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ტყუის, როცა ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს.
მძიმე ვითარებიდან გამოსავლად ევროკომისარმა ანტიევროპული კანონების გადახედვა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლის შეწყვეტა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნის შეჩერება დაასახელა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიში: საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია
ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების ანგარიში ნებისმიერი კანდიდატის ქვეყნისთვის ისტორიაში, მაგრამ სამართლიანად.
[საქართველოს] მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ ისინი მათ ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს, თუმცა მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
ეს აშკარა უკუსვლაა ბევრ, განსაკუთრებით ფუნდამენტურ არეალში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ზომები, მედიის თავისუფლება. მთავრობა არ მიჰყვება მათი ხალხის ინტერესებს.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ გადახედოს ბევრ კანონს, რომლებიც აშკარად ანტი ევროპულია, ასევე მათ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება, უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა. ჩვენ გვიჭირს მათი მხარდაჭერა, რადგანაც, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს მათი დახმარება, არის რისკი, რომ ისინი ციხეში მოხვდებიან.
საქართველო კანდიდატი ქვეყანა მაინც არის, მაგრამ კომისიისთვის, მხოლოდ ქაღალდზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მედიისა და განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად”- აცხადებს კოსი.