საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, 4 ნოემბერს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგინა. გაფართოების საკითხებში ევროკომისიის ანგარიში ჩვენთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასაც ეხებოდა.
სამწუხაროდ, „გაფართოების ანგარიში“ როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნები საკმაოდ კრიტიკული კი არა, უპრეცედენტოდ კრიტიკული აღმოჩნდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში ძირითადად საუბარი იყო არა პროგრესზე, არამედ რეგრესზე.
თქვენი შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისრის ანგარიშის ამგვარი კრიტიკულობა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ცივი შხაპია – როგორც „ქართული ოცნებისთვის,“ ასევე ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დავშორდით ევროკავშირს და რამდენად გაღრმავდა ევროიზოლაცია.
დავიწყოთ თავად ევროკავშირის შეფასებით, რომელმაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ ტოვებს. ევროკომისიამ შავით თეთრზე დაგვიწერა: „საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი და ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნდეს “. ამ ერთ წინადადებაშიც კი ჩანს, რამდენად მძიმეა მდგომარეობა და რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, არის ქართული ოცნება.
გაფართოების ანგარიში უბრალოდ კრიტიკული დოკუმენტი კი არ არის, ეს არის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომლის უპრეცედენტოდ კრიტიკული ბუნება ძალიან ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არსებულ პირობებში და არსებული პოლიტიკური ძალის ხელში წარმოუდგენელია.
ევროკომისიამ შავით თეთრზე დაგვიწერა:„საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი და ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნდეს“. ამ ერთ წინადადებაშიც კი ჩანს, რამდენად მძიმეა მდგომარეობა და რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, არის ქართული ოცნებას“
გაფართოების ანგარიში არ არის რომელიმე ევროპარლამენტარის, ან თუნდაც ევროკომისარის პირადი მოსაზრება, ან სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუცია – ეს არის იურიდიული ძალის მქონე ფორმალური დოკუმენტი, რომლის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ბუნებრივია, რომ ევროკავშირში დღეს არავინ არ მიიღებს სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ფუნდამენტური პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებით: გაფართოების მიმდინარე ტალღა, თავისი არსით, არის ევროპული პროექტის დასრულების, თუნდაც ამ ეტაპზე მცდელობა, რომელიც ნაწილობრივ – გეოპოლიტიკურია და გამოიწვა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მაგრამ დიდწილად – ფასეულობრივია.
თუ კანდიდატი ქვეყანა აღარ არის დემოკრატიული, აღარ იზიარებს ევროკავშირის ფასეულობებს და ყველანაირად ზრდის საკუთარ დამოკიდებულებას საკუთარ ოკუპანტსა და ევროკავშირის მოწინააღმდეგეზე, ცხადია ევროკავშირს არ ენდომება ახალი თავისტკივილის დამატება. ისედაც ყოფნით, თუნდაც ორბანი რომ გავიხსენოთ.
შესაბამისად, დღეს ევროკავშირი უკვე ხედავს „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ გადახვევას მისი ფუნდამენტური ღირებულებებიდან და დასავლური კურსიდან. წლების განმავლობაში ევროკავშირი სტრატეგიული მოთმინებით მოქმედებდა, იმ იმედით, რომ საქართველოს პროევროპული საზოგადოება მოახერხებდა მთავრობის კურსის კორექტირებას. კანდიდატის სტატუსის მიცემა სწორედ ამ მიდგომის ნაწილი იყო – მაშინაც, და დღესაც კიდევ უფრო, ცხადი იყო, რომ ეს სტატუსი არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, არამედ ხალხის შეუპოვრობის დამსახურება იყო.
„ქართული ოცნების“ ქმედებებისადმი მოთმინება და მისდამი კეთილი ნება დღეს აშკარად ამოიწურა. ისეთი ტერმინის გამოყენება, როგორიცაა „რეგრესი“, ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ ვერ ვასრულებთ ევროკავშირის რეკომენდაციებს, არამედ მთავრობა აქტიურად ანგრევს საქართველოს კავშირებს დასავლეთთან და გადაიქცა ლოდად, რომელიც ხერგავს საქართველოს დასავლურ გზას.
ეს ანგარიში არის ევროკავშირის ოფიციალური აღიარება, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მისსავე დეკლარირებულ ევროპულ მისწრაფებებთან და 2024 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ბანერებზე დატანილი ევროკავშირის ვარსკლავები არა მისწრაფების, არამედ ელექტორატის მოტყუების მცდელობა იყო.
ეს ანგარიში არის ევროკავშირის ოფიციალური აღიარება, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მისსავე დეკლარირებულ ევროპულ მისწრაფებებთან და 2024 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ბანერებზე დატანილი ევროკავშირის ვარსკლავები არა მისწრაფების, არამედ ელექტორატის მოტყუების მცდელობა იყო
ეს ანგარიში არის არა კრიტიკა, არამედ დიაგნოზი: ევროპული გზიდან გადახვევისა და ევროიზოლაციის მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანის დიაგნოზი.
– ვიცით რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი კარგა ხანია შეჩერებულია.
ეს პროცესი იმაზე გაცილებით ადრეა დაწყებული, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების მესამე დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკომისრის „გაფართოების ანგარიშში“ საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, საქართველო გაფართოების იმ ტალღაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემდეგ დაჩქარებული გაფართოებისთვის შეიქმნა, საქართველო ვეღარ მოხვდება?
თუ „გაფართოების ანგარიშმა“ საქართველოს შანსი მაინც დაუტოვა?
– „ქართული ოცნების“ ქმედებები, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნიადაგს ამზადებდნენ ამ ნაბიჯებისთვის. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, გადადება მაშინ, როდესაც დაწყებულია ახალი ტალღა და გასატარებელია უამრავი რეფორმა, რათა ამ ტალღის შედეგად მოხდეს გეოპოლიტიკური მომენტუმის გამოყენება ეროვნული ინტერესების დაცვის ანაბანაა – მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი შეაჩერა.
შედეგს – ძალიან ნათლად ვხედავთ. საქართველო, ქვეყანა, რომელსაც აქვს სრული პოტენციალი ყოფილიყო ლიდერი ყველა რეფორმაში და საუკეთესო შედეგები ეჩვენებინა სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის, დღეს არამარტო ბოლო ადგილზეა, არამედ „რეგრესი“ გვაქვს.
ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს, როდესაც სხვა ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევენ, და ეს არ არის პოლიტიკის უნებლიე შეცდომა – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანი. ბოსნია და ჰერცეგოვინაც კი, ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუნდამენტური სტრუქტურული სირთულეები, ახერხებს წინსვლას.
ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს, როდესაც სხვა ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევენ, და ეს არ არის პოლიტიკის უნებლიე შეცდომა – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანი. ბოსნია და ჰერცეგოვინაც კი, ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუნდამენტური სტრუქტურული სირთულეები, ახერხებს წინსვლას
ევროკავშირის კარი ჯერ დახურული არ არის, თეორიულად – შეიძლება სხვა ქვეყნებსაც დავეწიოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მას ზურგი აქცია. ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს, რადგანაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს.
მსგავსი მომენტი ერთხლ უკვე იყო – როდესაც ბალტიის ქვეყნებმა მოახერხეს რუსულ-საბჭოთა გავლენის სფეროს, ერთხელ და სამუდამოდ, დატოვება. მე ბევრი დრო გამიტარებია ევროკავშირის გაფართოებების შესწავლაში: ასეთი გეოპოლიტიკური მომენტუმი იშვიათობაა, და დანამდვილებით იმასაც ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად გამეორდება.
ევროკავშირის კარი ჯერ დახურული არ არის, თეორიულად – შეიძლება სხვა ქვეყნებსაც დავეწიოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა მას ზურგით მიუბრუნდა. ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს, რადგანაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს
რუსულ-საბჭოთა გავლენის სფეროს დატოვების შანსი დღეს, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, გვაქვს ჩვენც – მაგრამ ოცნება ყველაფერს აკეთბს მის დასაკარგად.
– „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის“ გასაჯაროებამდე და მას შემდეგაც ევროკომისიის ანგარიშზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი მენტალურად და იდეოლოგიურად სსრკ-საც კი შეადარა.
ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების კიდევ ბევრი, საკმაოდ უცნაური შეფასებებიც კი მოვისმინეთ. და ეს იმის ფონზე, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ქვეყანა ევროკავშირში გააწევრიანოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ევროკავშირის ანგარიშზე“ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას?
ქვენი აზრით, ამგვარი დამოკიდებულების დემონსტრირებისას, ევროკავშირტან ურთიერთობაში სავარაუდოდ, რა მიღწევა სურს მმართველს გუნდს?
– „ქართული ოცნების“ რეაქცია არის არა თავდაცვა, არამედ აღიარება. ევროკავშირის – დემოკრატიული ერების ნებაყოფლობითი კავშირის, რომელიც მშვიდობასა და კანონის უზენაესობაზეა აგებული – საბჭოთა კავშირთან შედარება კლასიკური რუსული დეზინფორმაციული ნარატივია, პუტინი და მისი მოკავშირეები ამ ნარატივს საკმაოდ ხშირად იყენებენ.
სინამდვილეში, საქმე უფრო მარტივადაა: ყველა ავტორიტარს აღიზიანებს ევროპული სამართლის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება. არადა, სწორად ამ ანგარიშვალდებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზოგ-ზოგიერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის სახლებში მერსედესის ოქროს ბრელოკები, ოქროს ზოდები და ქეში არ იყოს.
ყველა ავტორიტარს აღიზიანებს ევროპული სამართლის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება. არადა, სწორად ამ ანგარიშვალდებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზოგ-ზოგიერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის სახლებში მერსედესის ოქროს ბრელოკები, ოქროს ზოდები და ქეში არ იყოს
რადგანაც ავტორიტარს უნდა მერსედესის ოქროს ბრელოკი და ძალიან არ უნდა ანგარიშვალდებულება, ის ცდილობს ევროკავშირი გააშავოს და „უცხოურ დიქტატად“ წარმოაჩინოს, ხოლო დემოკრატიული ღირებულებები – „იდეოლოგიურ ზეწოლად“.
ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ სტრატეგიის არსს: მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება ანგარიშვალდებულების გარეშე, ყველაფრის ფასად. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი სწორედაც რომ ანგარიშვალდებულებაა, პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე.
ევროკავშირი არის კლანისგან დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და სამართლიანი არჩევნები, რაც, ცხადია, შეზღუდავს „ქართული ოცნების“ აბსოლუტურ ძალაუფლებას და სახლში ოქროს ზოდების მიტანის შესაძლებლობას.
შესაბამისად, მთავრობის მიზანი არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევა, რაც მათი ძალაუფლების ამ წესებისადმი დაქვემდებარებას ნიშნავს. მათი მიზანია საზოგადოების ინტეგრაციის სურვილის მანიპულაციაა ავტორიტარულ-ტოტალიტარული, ერთპარტიული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად.
ეს ანგარიში სწორედ ამ წინააღმდეგობას აშიშვლებს. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ევროკავშირს “სსრკ”-ს ადარებს, მას ფროიდისეული წამოცდენა მოსდის – რამეთუ ავლენს ქვეცნობიერში არსებულ საკუთარი თავის შეფასება. მართლაც, რა უფრო გავს საბჭოთა კავშირს: ქვეყანა, სადაც არის ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული საკრებულოები, პარტიას დაქვემდებარებული სასამართლო, თუ პლურალისტული და დემოკრატიული ევროკავშირი?
როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ევროკავშირს “სსრკ”-ს ადარებს, მას ფროიდისეული წამოცდენა მოსდის – რამეთუ ავლენს ქვეცნობიერში არსებულ საკუთარი თავის შეფასება. მართლაც, რა უფრო გავს საბჭოთა კავშირს: ქვეყანა, სადაც არის ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული საკრებულოები, პარტიას დაქვემდებარებული სასამართლო, თუ პლურალისტული და დემოკრატიული ევროკავშირი?
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას… სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, რადგანაც ამ რეჟიმის ბუნება შეუთავსებელია დემოკრატიულ ევროკავშირთან.
რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ,“ დიდი ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ – ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს 20 იანვრის მაგიური და მისტიური თარიღი, როდესაც „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს ამერიკელებთან ურთიერთობების გატავირთვასა და „დალაგებას“ პირდებოდა. უკვე ნოემბერია, და ამერიკელებთან „ქართული ოცნების“ ერთადერთ მიღწევად დონალდ ტრამპის მიერ ყველა ელჩისთვის ნაჩუქარი კეპკა რჩება: ოცნებამ ვერც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აღადგინა, ვერც სხვა რამე ხელმოსაჭიდს მიაღწია. ასე რომ, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.
ამ კონტექსტში ასევე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ სატელიტების მიერ წამოყენებული „ნეიტრალიტეტის“, სინამდვილეში კი – რუსული ხაფანგის იდეა, რომელიც პირისპირ დაგვტოვებს რუსეთთან ყოველგვარი სტრატეგიული პარტნიორის გარეშე.
არადა, ჩვენივე, საკუთარი ისტორია რომ ვიცოდეთ, ის მაინც გვემახსოვრებოდა, რომ პირველ რესპუბლიკას ნეიტრალიტეტმა ვერ უშველა და მარტო დარჩენილი საქართველო რუსეთმა ჩაყლაპა. ყოველივე ეს არის „ქართული ოცნების“ ჰიბრიდული ომის ნაწილი – საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
– როცა ევროკომისიის ანგარიშზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ვიზარიბერალიზაციის შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხს…
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვები მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს შეეხოთ?
– ევროკავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან ცალსახად და თანმიმდევრულად ცდილოს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო არ დაისაჯოს საქართველოს მოსახლეობა.
ევროკავშირი არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხი – ის პასუხს მოსთხოვს მხოლოდ მათ, ვინც ქართულ დემოკრატიას ანგრევს და პროპაგანდით აძლიერებს ავტორიტარიზმს
როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმი, ასევე FIMI მიმართულია, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აძლიერებს რეჟიმს. ყოველივე ეს გულისხმობს, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდება, ხოლო ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე – სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებზე, სასამართლოს კომპრომეტირებაზე, ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ასევე პროპაგანდისტები – და ეს მნიშვნელოვანი სიახლეა – მოხვდებიან სანქციების ქვეშ.
ევროკავშირი არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხი – ის პასუხს მოსთხოვს მხოლოდ მათ, ვინც ქართულ დემოკრატიას ანგრევს და პროპაგანდით აძლიერებს ავტორიტარიზმს.
– პრემიერი ირაკლი კობახიძე ვიზიტად ჩინეთში იმყოფება. …ვითარებაში, როცა ქვეყანას გაფუჭებული აქვს ურთიერთობები ევროკავშირთან, ევროკავშირთან ურთიერთობები შეჩერებულია, აშშ-თან ურთიერთობები ვერა და ვერ ლაგდება და გვარდება, ჩინეთთან დაახლოება რას შეიძლება ნიშნავდეს?
– საგარეო პოლიტიკის ელემენტების ვაკუუმში, განცალკევებულად და უკონტექსტოდ ანალიზი არ შეიძლება. უკონტექსტოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობები და მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება სრულიად ნორმალური ქმედებაა.
მაგრამ, თუ ჩვენ შევხედავთ ზოგად სურათს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს ლამის ომი გამოუცხადა და ცდილობს ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას, ამას არაფერი არა აქვს საერთო დაბალანსების პოლიტიკისთან, დივერსიფიკაციასთან, ან რისკების ჰეჯირებასთან.
მაშინ როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და აშშ-სთან – ხდება ურთიერთობების სისტემური დანგრევა, ჩინეთთან ასეთი ახლო კავშირი არის არა დივერსიფიკაცია, არამედ ჩანაცვლების, საკმაოდ წარუმატებელი მცდელობა.
როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და აშშ-სთან – ხდება ურთიერთობების სისტემური დანგრევა, ჩინეთთან ასეთი ახლო კავშირი არის არა დივერსიფიკაცია, არამედ ჩანაცვლების, საკმაოდ წარუმატებელი მცდელობა
აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პეკინთან ახლო ურთიერთობების დამყარებას და, გადატანითი მნიშვნელობით, პეკინის გავლით მოსკოვში ჩავიდეს – მას სჭირდება ახალი, ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკურ პარტნიორი, რომელიც, დასავლეთისგან განსხვავებით, არ სვამს არასასიამოვნო კითხვებს ადამიანის უფლებებზე, დამოუკიდებელ სასამართლოსა თუ მედიის თავისუფლებაზე.
„ქართული ოცნება“ მზადაა გაცვალოს ევროატლანტიკური სივრცის გრძელვადიანი დემოკრატიული უსაფრთხოება ავტორიტარული სტილის ინვესტიციების მოკლევადიან კომფორტზე, რომელსაც თითქოს არანაირი პირობა არ ახლავს – გარდა, რაღა თქმა უნდა, სუვერენიტეტის ჩუმი დათმოისა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან გადახვევისა, რასაც ეს 2025 წლის ანგარიში უდავოდ გაუსვამს ხაზს.
შეუძლებელია ერთდროულად იყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ამყარებდე სტრატეგიულ პარტნიორობას ავტორიტარულ ძალასთან, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ეს დივერსიფიკაცია არ არის, ეს წინააღმდეგობაა.
როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და აშშ-სთან – ხდება ურთიერთობების სისტემური დანგრევა, ჩინეთთან ასეთი ახლო კავშირი არის არა დივერსიფიკაცია, არამედ ჩანაცვლების, საკმაოდ წარუმატებელი მცდელობა
– 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ, პოლიტიკური ვითარება არა თუ დამშვიდდა და დაწყნარდა, დაპირისპირებას აშკარად არასასურველი ტრაექტორიის ფორმა აქვს მიღებული.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგაა ჩამოყალიბებული?
– არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები – სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, თუ ჩვენ გვადარდებს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება. დღევანდელი კრიზისი აღარ არის მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის – ეს არის ბრძოლა თავად დემოკრატიული სისტემის ძირ-ფესვიანი გადარჩენისთვის.
საქართველო და რეჟიმი გადავიდა „პოსტდემოკრატიულ“ ეტაპზე, სადაც არჩევნები არსებობს, ტარდება რუსეთის ან ბელარუსის მსგავსად, მაგრამ, მათ არ აქვთ რეალური ცვლილების მოტანის შესაძლებლობა, რადგანაც თავად გარემო იმდენად გარყვნილი და დამახინჯებულია, რომ თანაბარ კონკურენციაზე საუბარი შეუძლებელი ხდება.
ეს სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი.
მათი ქმედებების არსი და ბუნებაარის არა დემოკრატიული პროცესი და პოლიტიკა, არა იდეების კონკურენციას, არამედ ნულოვანჯამიანი ომი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ყველაფრის ფასად.
თუ ჩვენ გვადარდებს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება. დღევანდელი კრიზისი აღარ არის მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის – ეს არის ბრძოლა თავად დემოკრატიული სისტემის ძირ-ფესვიანი გადარჩენისთვის… ეს სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ზუსტად ამიტომ „ქართული ოცნება“ ებრძვის თავისუფლების ყველა კუნძულს, იქნება ეს თავისუფალი პროფესიები, უნივერსიტეტები, სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია, ხელოვანები, თუ ოპოზიცია. „ქართული ოცნებისთვის“ ყველა, ვინც არ ეთანხმება არის არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მტერი, რომელიც უნდა განეიტრალდეს, ან განადგურდეს. ცხადია, ეს მიდგომა არ არის არც სამართლიანი, არც პოლიტიკურად ჯანსაღი.
„ქართული ოცნებისთვის“ ყველა, ვინც არ ეთანხმება არის არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მტერი, რომელიც უნდა განეიტრალდეს, ან განადგურდეს. ცხადია, ეს მიდგომა არ არის არც სამართლიანი, არც პოლიტიკურად ჯანსაღი
საბჭოთა პერიოდში არსებობდა ტერმინი „ზასტოი“, „უძრაობა“, ბრეჟნევის ეპოქის ფსევდომშვიდობა, სწორედ ამ უძრაობის „ზასტოის“ განახლება უნდა „ქართულ ოცნებას“ დღეს, და ამაში ხელს ქართული საზოგადოების დასავლური მისწრაფებები და ევროკავშირის ანგარიშვალდებულობის მოთხოვნა უშლის.
რეჟიმს სურს, რომ საქართველო გადავიდეს პოსტდემოკრატიულ ეპოქაში, სადაც არჩევნები ტარდება, მაგრამ შედეგი წინასწარ იციან – ეს არის ბრეჟნევისეული „ზასტოის“ ქართული ვერსია, რასაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
თუმცა, ამ ანგარიშმა ცხადყო ისიც, რომ ევროპას საქართველო არ მიუტოვებია, არც ხელი ჩაუქნევია, და არც აპირებს მიტოვებას – მთავარია, რომ ჩვენც გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




