ნიუ-იორკის მერის არჩევნებში იმარჯვებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ზოჰრან მამდანი

ნიუ-იორკის მერის ს წინასწარი შედეგებით, შეერთებული შტატების უმსხვილესი ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელიც თავს სოციალისტსაც უწოდებს.
პროგნოზს არჩევნებში მამდანის გამარჯვების შესახებ დღეს, 5 ნოემბერს ავრცელებს რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალება, მათ შორის CBS და CNN.
4 ნოემბერს ჩატარდა. ნიუ-იორკის მერად კენჭს იყრიდნენ რესპუბლიკელი კერტის სლივაც და ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ნიუ-იორკის ამჟამინდელმა მერმა ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ზოჰრან მამდანი გახდება ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.
ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა – ინდოელი. მამა ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ მამ, დედა – კინორეჟისორი მირა ნაირი.
2020 წელს ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრად აირჩიეს. 2024 წლის ოქტომბერში, როცა ნიუ-იორკის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბევრი ფიქრობდა, რომ მამდანის შანსი ნულის ტოლია, თუმცა მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კანდიდატის შესარჩევად დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ პრაიმერიზში და ფავორიტად ითვლებოდა მერის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებითაც.
მამდანიმ თავისი საარჩევნო კამპანია ააგო სოციალური საკითხების გადაჭრაზე, რაც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ამერიკელებს აწუხებთ. მაგალითად, ზოჰრან მამდანის საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს გადასახადებს მილიონერებისთვის და ამ თანხებით სოციალური პროგრამების გაფართოებას.
ფორუმი