“კვარას” პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ “ბაიერნთან” მარცხი განიცადა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმრები უკვე დებიუტში დიასმა დააწინაურა. შემდეგ დემბელემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. თან უსმანმა ტრავმა მიიღო და ლიმ შეცვალა. მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირისპირ გასულ ბარკოლას ნოიერმა არ გაატანინა, გნაბრის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი დიასმა დუბლი შეასრულა. კვარაცხელია დაშავდა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა. მერე ხვიჩას ტა ეუხეშა, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა. პირველი ტაიმის დასასრულს დიასმა ჰაკიმი მოცელა, მაროკოელი მოედნიდან თანაგუნდელებმა გაიყვანეს, ხოლო არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა და დიასი გააძევა.
კაცნაკლული „რეკორდმისტერი“ მეორე ტაიმში დაცვაში ჩადგა, „პარი სენ ჟერმენის“ იერიშები უხიფათო იყო, „კვარას“ დარტყმულ ბურთს ნოიერი დაეუფლა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფაბიან რუისი და ბარკოლა ნევეშით და რამუშით შეცვალა. პარიზელებმა ზეწოლა გააძლიერეს, ნევეშმა ანგარიში შეამცირა, ზაირ-ემერიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, ნევეშის თავური ოდნავ ასცდა მიზანს,
პსჟ 9 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს სახლში „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.
„ბაიერნი“ 12 ქულით “არსენალთან” ერთად ლიდერია და იმავე დღეს ლონდონში „არსენალს“ დაუპირისპირდება.
პსჟ – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 დიასი (4), 0:2 დიასი (32), 1:2 ნევეში (74)
გაძევება: დიასი (45+7, ბაიერნი)
· Geo psj baernma dajabna. Tamashi saertod gaufuchda psjes
· რაგბის ფანს გეტყობა რაგბის ფანი რომ ხარ
· კვარაცივია 0 ან მინუს ერთი, როგორც ფერმერთ ლიგა ერთში
· რაგბის ფანი მსაჯი ცდილობდა პსჟ-ის მოთამაშეების დამტვრევას.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი – კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
[VIDEO] “კვარას” პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე – პსჟ-მ “ნიცას” მძიმე მატჩი მოუგო
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები “ნიცასთან” მატჩში
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის “გასახარებლად”?
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
“ბაიერნი” 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს