სოციალურმა ქსელმა Instagram რამზან კადიროვის სამი ვაჟიშვილის ახმატის, ადამის და ელის ანგარიშები დაბლოკა.
დაიბლოკა ასევე რამდენიმე ჩეჩნური გვერდი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის შესახებ სიახლეებს ავრცელებდა.
Youtube-მა დაბლოკა ჩეჩნური სახელმწიფო სატელევიზიო კომპანია გროზნის არხი.
დაბლოკვას გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი ადამ დუდაევი:
“ეს არის მრავალმილიონიანი აუდიტორიის, რომელიც სიმართლის გაგებას ცდილობს, უფლებების პირდაპირი დარღვევა. ჩვენ კანონიერი გზებით გავაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას”.
წარსულში Instagram-მა დაბლოკა ადამ კადიროვის ანგარიში მას შემდეგ დაბლოკა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერის შვილი პატიმარს სცემს. ამ შემთხვევის შემდეგ ადამ კადიროვმა 7 სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო და მამის უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობა მიიღო.