– ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ეჭვს არ ტოვებს – მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, განცხადება ს პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს ასახავს.
„ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს – ის მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.
„კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად”.
ეს განცხადება ასახავს ს პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს.
ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას – დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესების გზით.
ჩვენი გზა ნათელია – საქართველოს მომავალი ევროპაშია, და არა რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩრდილქვეშ” , – წერს „ლოლო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პლატფორმა X-ზე.