ტრანზიტი ამუშავდა – აზერბაიჯანის გავლით ხორბალი სომხეთში გაიგზავნა

ყაზახეთში პრეზიდენტ ს მიერ გახმოვანებული განცხადების შესაბამისად – აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციის პერიოდიდან მოქმედი ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე, ხორბლით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ჩავიდა.
APA-ს ინფორმაციით, 4 ნოემბერს 00:15 საათზე ს ფედერაციიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებით ტრანზიტის წესით, სომხეთში, დალარიკის სადგურზე გაიგზავნა 15 ვაგონი ხორბლით, საერთო წონით 1048 ტონა და 800 კილოგრამი.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წლის 21 ოქტომბერს, ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა იმგვარი შეზღუდვა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე, რომელიც “ოკუპაციის დროიდან არსებობდა”.
მოგვიანებით სომხეთის რესპულიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა კი განაცხადა, რომ მალე ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში შევიდოდა ხორბლის პირველი პარტია.