საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – მ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ

დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და 9 ნაბიჯის მიმართებაში. მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.