ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცე მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადდა.
რიონის სანაპიროზე დაგეგმილია შეიქმნას მრავალფუნქციური პარკი, რომელიც
რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.
ტერიტორიაზე
უნდა მოეწყოს, ასევე, მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, ადრევნები სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.
პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას.
სარეკრეაციო სივრცის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას.
არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.