აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას Reuters-ი ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოჯახის განცხადებით, აშშ-ის 46-ე ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი ორშაბათს ღამით, პნევმონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
„რესპუბლიკელი“ დიკ ჩეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში 2001-2009 წლებში იკავებდა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ „ტერორიზმის წინააღმდეგ ომის“ კამპანიის მთავარი შემქმნელი და 2003 წელს ერაყში შეჭრის მხარდამჭერი იყო.
ისტორიკოსები დიკ ჩეინის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტად მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო