ეს პოსტი იმაზეა, როგორ გადააგდო ბრიუსელმა სომხეთი და რა გველოდება ჩვენ, თუ აქ ისევ თავიანთი აგენტურა მოიყვანეს სათავეში – ზვიად ავალიანი
“ესე იგი, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ როგორ იყენებს და ანადგურებს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს ევრობიუროკრატია, დააკვირდით სომხეთის მაგალითს.
როგორც გვახსოვს 2018 წელს ბრიუსელმა სომხეთის სათავეში მისთვის მოსაწონი და მისი მორჩილი ხელისუფლება მოიყვანა. ამ ოპერაციის მიზანი იყო სომხეთის რუსეთისგან ჩამოშორება, რასაც შემდგომ თითქოს ამ ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა მოყოლოდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ სომხეთის ხელისუფლებამ შეასრულა თავისი დავალება. ევროპელებს თავიანთი დაპირებების შესრულება არც კი უცდიათ. შედეგად – სომხეთი აბსილუტურად მარტო და მოკავშირის გარეშე დარჩა მტრულად განწყობილი მეზობლების წინაშე.
შედეგმაც არ დააყოვნა და 2020 წელს სომხეთმა დაკარგა კონტროლი სადავო ყარაბახზე. პრინციპში, პაშინიანის მხარდამჭერი პროევროპული ბაბლი ამას უკვე შეგუებული იყო და ისე წარმოაჩენდა საქმეს, თითქოს ეს იყო რუსული გავლენისგან გათავისუფლების “ფასი”, რომლის გადახდის შემდეგაც ქვეყანას მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი (?) ელოდა, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
სინამდვილეში რომ ყველაფერი ცუდადაა სომხეთში ჯერ კიდევ მაშინ იეჭვეს, როცა ყარაბახის საკითხში სომხურ მხარეს სახის შენარჩუნების უფლებაც კი არ მისცეს.
და მართლაც, ყარაბახში აზერბაიჯანმა არა მხოლოდ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, არამედ ომის შედეგად შეიცვალა დემიგრაფიული სურათიც და საბოლოო ჯამში იქაურ სომხებს ავტონომია ან რამე დიპლომატიური ფოთოლიც კი არ მიაფარეს, იმიტომ რომ იქ სომეხი ფიზიკურად აღარ დარჩა.
ანუ, ათასწლოვანი დემოგრაფიული (და უკვე აქედან გამომდინარე) პოლიტიკური დავა სომხურ და თურქულ-აზერბაიჯანულ ელემენტს შორის ყარაბახის საკითხზე სომხურმა მხარემ აგერ, ჩვენს თვალწინ უპირობოდ, პირწმინდად და საბოლოოდ დათმო.
მას უბრალოდ ხელები ააწევინეს.
მაგრამ ჰოჲ საოცრებავ! პროევროპულმა სომხურმა პროპაგანდამ აქაც არ გაიტეხა იხტიბარი და დაიწყო იმის მტკიცება, რომ… რა ვუყოთ მერე, მთავარია რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვა ვის რა ეკუთვნის, სამაგიეროდ აწი სულ მშვიდობა გვექნება, სატრანსპორტო დერეფნები გაიხსნება, ქვეყანაში ფული შემოვა და ა.შ.
ჰოდა, როგორც ჩვენი “პირველი ევროპელი” იტყოდა, ნურას უკაცრავად! ყარაბახის დაბრუნების შემდეგ ბაქომ უკვე რამდენჯერმე გაჟღერა ახალი მოთხოვნები და აგრძნობინა ყველას, რომ რეალურ მშვიდობამდე ჯერ ძალიან შორია.
ამისთვის სომხეთი უპირველეს ყოვლისა უნდა დათანხმდეს ზანგეზურის დერეფნის პროექტს (ანუ შეეგუოს უშუალოდ სომხეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის სუვერენული კონტროლიდან გასვლას).
და ესეც კი არ არის საკმარისი!
ყველას რომ გვეგონა, რომ სევანის ტბა იმდენად “შიდა სომხეთი” იყო რომ სომხებს მას არავინ არასდროს შეედავებოდა, აი ეს სევანის ტბაც გუშინ აზერბაიჯანმა სადავო ზონად გამოაცხადა.
მე არ მინდა იმ საკითხის განხილვაში შევიდე, რომელი მხარეა აქ ისტორიულად მართალი: ჩვენს ორივე მეზობელ ხალხს პატივს ვცემ და გულწრფელად ვუსურვებ მშვიდობას.
ეს პოსტი სხვა რამეზეა.
ეს პოსტი იმაზეა, როგორ გადააგდო ბრიუსელმა სომხეთი და რა გველოდება ჩვენ, თუ აქ ისევ თავიანთი აგენტურა მოიყვანეს სათავეში.
სომხური ფერადი რევოლუციის პროექტმა კი საკუთარი მისია შეასრულა: სომხეთი რუსეთს ჩამოშორდა და დაუპირისპირდა. ამის შემდეგ სომხეთის ბედი ბრიუსელში უკვე აღარ აინტერესებთ.
P.S. ვიცი ახლა ზოგი დაწერთ, აბა რუსულ ჭაობში ყოფნა ჯობდაო? არ ვიცი როგორ ჯობდა მეგობრებო. ეგ რომ ზუსტად ვიცოდე და მზა გეოპოლიტიკური სტრატეგიები მქონდეს, მთავრობებს გავუწევდი კონსულტაციას და ფეისბუკზე წერის დრო აშკარად არ მექნებოდა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი დასავლეთის იმედად ყოფნა არის გეოპოლიტიკური ჰარაკირი. რაღაც სხვა უნდა მივიფიქროთ.”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ზვიად ავალიანი.



