ახალი ფოტოები და ლამაზი სიყვარული: ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად – Marao

ევა ბარბაქაძე საზოგადოების ყურადღების ქვეშ მუდმივად ექცევა. ის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილია და საზოგადოებას მუდმივად აინტერესებს მისი პირადი თუ კარიერული წარმატებები. ამჯერად ევა რჩეულთან და მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, ისინი შესანიშნავ დროს ატარებენ ერთად. თუმცა დღემდე ევას რჩეულის ვინაობა უცნობია.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.
ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.
შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.
საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.