პაატა მანჯგალაძე – „მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის?

„მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? – ს შემდეგ რომ რეალობა დადგება, როცა ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ, რას გააკეთებენ?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ითანამშრომლებენ.
მანჯგალაძე აცხადებს, რომ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა პარტიებს შორის განსხვავებებს წარმოაჩენს, რაც კარგია, თუმცა, მნიშვნელოვანია პარტიებმა იფიქრონ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.
„არ ითანამშრომლებს ნუ ითანამშრომლებს, შევეხვეწეთ რამე? მოგვიწევს ერთი რეალობა გავითვალისწინოთ, ოპოზიციას ერთმანეთი დაგვჭირდება და მოგვიწევს თანამშრომლობა. არ “ვითანამშრომლებ- ვითანამშრომლებ” წინასაარჩევნო სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ როცა დადგება რეალობა არჩევნების შემდეგ, რომ ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ ხელისუფლებაში, რას გააკეთებენ?! ყველა უშვებს ერთი და იგივე შეცდომას, “მე ნაცი არ ვარ”, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ და ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? მათ ჰგონიათ, ვინ სად დაჯდება, ისაა მნიშვნელოვანი, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავსხდებით ყველა ერთად, მერე რას გავაკეთებთ. თუ ვინმე ფიქრობს, კარგი კამპანიაა “ნაცი არ ვარ” იძახონ პარტიის დაფუძნების დღიდან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ეს ტონი სჭირდებათ, ეს აუცილებელიც არის, რომ განსხვავებებზე საუბრის სივრცე ჰქონდეთ პარტიებს, ჩვენთვის კარგიც არის, რომ ბევრ საკითხზე და მათ შორის, წარსულის შეფასებაზე გახარიასთან ვერ ვთანხმდებით, კარგია, რომ „ლელოსთან” ვერ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ როცა არჩევნების შემდეგ შეიქმნება რეალობა, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა, სად წავლენ? ივანიშვილს ხომ არ შეუქმნიან კოალიციას?!”- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში აუცილებელია ისეთი პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, რომელიც ბარიერს გადალახავს.
„ყველა ხმა რომელიც დარჩება ბარიერს მიღმა, არის დამატებით ხმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დასარჩენად. ჩვენ მართალი გითხრათ, პარტიებს არ ველოდებით, თუ იქნებიან, განვიხილავთ, თუმცა, ველოდებით ხალხს ვისთანაც მეტი ღირებულებითი საერთო გვაქვს,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ