გერმანიის დელეგაცია ნატო-ში – გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას, ის იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში

ს შეუძლია გერმანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინელები იცავენ თავიანთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ს მიმდინარე აგრესიისგან, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნატო-ში გერმანიის დელეგაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ნატო-ში გერმანიის ელჩი, დეტლეფ ვახტერი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
„ომის დაწყებიდან მოყოლებული, გერმანია მხარს უჭერს ს 40 მილიარდი ევროს ოდენობის გადამწყვეტი სამხედრო დახმარებით, მათ შორის PATRIOT-ის სისტემებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. გერმანია ასევე აფინანსებს 500 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფოდ საჭირო სამხედრო აღჭურვილობის პაკეტს ნატოს PURL ინიციატივის ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დელეგაციაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.
„როგორც ნატო-ს მოკავშირეები, გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას. უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას