რომში ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რომში მე-13 საუკუნეში აშენებული ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით დაღუპული რუმინელი მუშაა, რომელიც ნანგრევების ქვეშ 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, კაცი ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ ერთი მუშა, რომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. კიდევ ორ დაშავებულს კი ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
შუა საუკუნეების დროს აშენებული კონტის კოშკი, რომელიც კოლიზეუმთან ახლოს მდებარეობს, რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. მომხდარის შესახებ გამოძიებაა დაწყებული.




