სახალხო დამცველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შეხვდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა „ახალი თაობის სტუდენტური პარლამენტის“ ინიციატივით ჩატარდა.
„2025 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ეწვივნენ, პირადად შეხვდნენ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს და აპარატის საქმიანობას გაეცნენ.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გააცნო მათ აპარატის მანდატი, მათ შორის, ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო მანდატის მნიშვნელობას. დისკუსიის რეჟიმში განიხილა სხვადასხვა მიმართულებით შემუშავებული სპეციალური ანგარიშები, რეკომენდაციები და სასამართლო მეგობრის მოსაზრებები. ამასთან, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტები აპარატის საქმისწარმოების პროცესით და იმ საკანონმდებლო საფუძვლებით დაინტერესდნენ, რაც სახალხო დამცველს დამოუკიდებლად მოქმედების გარანტიებს ანიჭებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ფემიციდის პრევენციისა და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულების საკითხებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მიმართ.
შეხვედრა „ახალი თაობის სტუდენტური პარლამენტის“ ინიციატივით ჩატარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ