უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დრონებისა და საარტილერიო სისტემების ექსპორტს განახორციელებს.
„ეს იმ იარაღის ერთობლივ წარმოებასა და ექსპორტს ეხება, რომლის გაყიდვაც შეგვიძლია, რათა საკმარისი თანხა გვქონდეს დეფიციტური შეიარაღების წარმოებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, წლის ბოლომდე „ფლამინგოსა“ და „რუტას“ რაკეტების მასობრივი წარმოება იგეგმება.




