უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ში -ის ელჩს შეხვდა

დენის შმიგალი ნატო-ში -ის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის ხელმძღვანელობით ნატო-ს დელეგაციასთან. ყურადღება გავამახვილეთ ინოვაციებსა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაზე. შეხვედრის მთავარი თემა ზამთრისთვის უკრაინის საჭიროებები იყო “, – წერს დენის შმიგალი X-ზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კოლეგებთან ხაზი გავუსვით საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტებს: თავდაცვის რაკეტებს, გამანადგურებელ დრონებსა და რადარებს“, – აცხადებს შმიგალი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი