აცხადებს, რომ ინტერნეტში უნგრეთის 200 000 მოქალაქის პირადი მონაცემების გავრცელებაში უკრაინელი პირები იყვნენ ჩართული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ინტერნეტში უნგრეთის 200 000 მოქალაქის პირადი მონაცემების გავრცელების უკან დგას.
„გუშინ ღამით უნგრეთში სერიოზული სკანდალი მოხდა: 200 000 მოქალაქის პერსონალური მონაცემები მათი თანხმობის გარეშე ონლაინში გავრცელდა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, მონაცემები პიტერ მაგიარის ოპოზიციურმა პარტია, „ტიზამ“ შეაგროვა.
„დავადგინეთ, რომ მონაცემების დამუშავებაში უკრაინელი პირები იყვნენ ჩართულები. პერსონალური მონაცემების უკრაინისთვის გადაცემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს გამოძიების დაწყება უბრძანა.
ცნობისთვის, ინტერნეტში უნგრეთის მოქალაქეების პირადი მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გუშინ საღამოს გაავრცელა.
პარტია „ტიზას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა „საერთაშორისო ქსელების მიერ, რომლებიც ორბანის მთავრობის ძალაუფლების შენარჩუნებით არიან დაინტერესებულები“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან