„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ – რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში

გაფართოების ანგარიშში საქართველოზე ძირითადი აქცენტების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა იმ რეკომენდაციების შინაარსიც, რასაც ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ, 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
„სახელმწიფოს მიტაცება“, ევროკავშირის კანდიდატის „მხოლოდ სახელად“ დარჩენილი სტატუსი, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მორიგ ჯერზე გამიჯვნა და მოწოდება, აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ ანტიევროპულ კურსს შეცვლის, – ასეთი იქნება რეკომენდაციების ქვეთავის აქცენტები.
„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, – იტყვის ევროკომისია დოკუმენტში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდება და ხელისუფლებას მოუწოდებს:
„გამოავლინოს კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მტკიცე სურვილი“.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირისგან „სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება“.