ჩეხეთში ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმება გააფორმა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO კოალიციურ მთავრობას მემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებთან „მოტორისტები თავისთვის“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ქმნის.
„ჩვენი ორიენტაცია ნათელია, მაგრამ იქ მხოლოდ დამსწრეებად არ ვიქნებით. ევროპულ საბჭოში, ასევე ნატო-ში, ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბაბიშმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია