მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა.
ის დროებითი მოთავების იზოლატორს 2 საათში დატოვებს, ვინაიდან 24-საათიანი ვადა, სწორედ ამ პერიოდში ეწურება.
“ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ, – ასე მიმართა 2 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს, რომელიც ჩილაჩავასთვის 1 დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“