აზა ჩილაჩავა – ბოლომდე ვიბრძოლებ

ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ, – ასე მიმართა 2 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე.
აზა ჩილაჩავას ციტატას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 71 წლის აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ჩილაჩავას საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
როგორც ცნობილია, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“