“საკრამენტო კინგსთან” გამართულ შეხვედრაში იანის ანტეტოკუმპოს თვალზე სიშავე ეტყობოდა. გულშემატკივარის ნაწილმა ჩათვალა, რომ თამაშის დროს დაუზიანდა, თუმცა რეალურად ასე არ ყოფილა.
ბერძენმა კალათბურთელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა:
“სინამდვილეში, მე Pick’n Save-ში ვიყავი. როცა ჩემს პროდუქტებს ვამოწმებდი, შევამჩნიე, რომ ერთმა მამაკაცმა ქალს ჩანთა წაართვა. დავუყვირე, “რას აკეთებ, გაჩერდი და გავეკიდე”. დავეწიე და ვიჩხუბეთ, თვალში იდაყვი დამარყა, საბოლოოდ მოვახერხე და წავაქციე, ჩანთა წავართვი და პატრონს დავუბრუნე, ქალბატონი უსაფრთხოდ იყო. შევეცადე მისთვის პროდუქტების საფასურიც გადამეხადა, რადგან შოკში იყო, თუმცა უარი მითხრა. საბოლოოდ, პოლიცია მოვიდა და ქურდი განყოფილებაში გადაიყვანა, მე კი სახლში გავეშურე”.
აღნიშნულ შეხვედრაში “ბაქსმა” 133:135 წააგო, ბერძენს 26 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჰქონდა. მისი გუნდი 4 გამარჯვებითა და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, ხვალ, 4 ნოემბერს კი “ინდიანას” ესტუმრება.
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა – “ლეიკერსმა” მორიგი მატჩი მოიგო
“ტორონტომ” “მემფისი” დაამარცხა – სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ეს რა იყო! – ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]
ლებრონის ტახტიდან ჩამოგდება ამ ორს შეუძლია… – მეჯიქ ჯონსონი
ჩხუბი NBA-ში – ლიგის MVP პარკეტიდან გააძევეს და დისკვალიფიკაციაც ელის [VIDEO]
ფაჩულიას დახმარება დასჭირდებათ – “გოლდენ სტეიტი” მის ხელში ჩაგდებას წლებია ცდილობს
მაგიური ნიკოლა – იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
უკიდურესი გაჭირვებიდან ჩემპიონობამდე… ერთი ბერძენი ბიჭის ემოციური ისტორია [PHOTO]
მამუკელაშვილის 7 ქულა 5 წუთში – “სპურსი” “ბაქსთან” დამარცხდა
იანის ანტეტოკუნმპოს ემოციური სიტყვები
მარცხის გარეშე – “მილუოკი ბაქსი” NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ბითაძის 23 წუთი – “ორლანდო” “მილუოკისთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით – ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ – დემიენ ლილარდი “პორტლენდში” დაბრუნდა




