Bloomberg – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა, – ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრეს.
Bloomberg-ის ცნობით, რაკეტების მიწოდება განხორციელდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზამთრის თვეებისთვის მარაგით იყოს აღჭურვილი. Bloomberg-ის წყაროების განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია, რომ ზამთარში კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გააძლიერებს.
Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტების კონკრეტული რაოდენობა არ გახმაურებულა.
„იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტად იბრძვის სანქციების სიმძიმის ქვეშ, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ცდილობენ ვლადიმერ პუტინს აჩვენონ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გადააჭარბებს რუსეთის ეკონომიკის უნარს, გააგრძელოს საომარი მოქმედებების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია Bloomberg-ის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა