ტრამპმა პირველი გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე – ე.წ. კოკუსში, რომელიც რესპუბლიკელებმა აიოვაში ჩაატარეს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ხმების თითქმის 100%-ის შეჯამება აჩვენებს, რომ ტრამპმა 32 900-ზე მეტი ხმით გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ პრეტენდენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს. მესამე ადგილზეა გაეროში -ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი. გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ტრამპს ხმების 51%-ზე მეტი აქვს, დესანტისს 21% და ჰეილის 19%.
დონალდ ტრამპს მონაწილეობა არ მიუღია რესპუბლიკელების საარჩევნო დებატების არცერთ რაუნდში. პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შემდეგი ეტაპია რესპუბლიკელების პირველადი (პრაიმერიზი), რომელიც 23 იანვარს ნიუ-ჰემპშირში ჩატარდება.
პირველად არჩევნებში, რომელსაც პარტიები შტატების მიხედვით ატარებენ, პრეზიდენტობის პრეტენდენტები მონაწილეობენ. პრაიმერიზის შედეგების საფუძველზე ხდება პარტიის საერთო კანდიდატის შერჩევა.
დონალდ ტრამპს პირველად არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს კოლორადოს და მეინის შტატებში. ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
კოლორადოს სასამართლომ გადაწყვეტილება ახსნა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც ამბოხებაში მონაწილე პირებს არ აძლევს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას. კოლორადოს სასამართლოს შეფასებით, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმა სწორედ ამბოხება იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
· 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
· 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში კენჭს იყრის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენიც.