ნაციონალურ საკალათბურთო ასოაციაციაში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “მაიამი ჰიტს” უმასპინძლა და 130:120 დაამარცხა.
ლუკა დონჩიჩმა თავი 29 ქულით, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემიტა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, რის შედეგადაც 2025/26 წლების სეზონის პირველ 4 მატჩში (3 გამოტოვა) ჯამში 165 ქულა დააგროვა და კალიფორნიელების ისტორიასი ყველაზე მარალი შედეგი დააფიქსირა. სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა ჯერი ვესტის 154 (1969/70) და კობი ბრაიანტის 146 ქულას (2005/06) აჯობა.
ოსტინ რივსმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, აღსანიშნავია, რომ “ლეიკერსის” ერთ-ერთ ლიდერს პირველ 4 შეხვედრაში 143 ქულა მოუგროვდა და ლეგენდებს სულ ცოტათი ჩამორჩა.
კვლავინდებურად შესანიშნავად გაისარჯა ჯეოკ ლარავია, გუნდში ახალწვეულმა 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ჯექსონ ჰეისმა და რუი ჰაჩიმურამ 15-15 ქულა დააგროვეს.
ფლორიდელების მხრიდან ხაიმე ხაკესმა გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ბემ ადებაიოსა და პელე ლარსონის ანგარიშზე კი 17-17 ქულა გახლდათ.
“ლეიკერსი” 5 გამარჯვებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, ხვალ, 4 ნოემბერს ჯეიჯეი რედიკის შეგირდები “პორტლენდ ტრეილბლეიზერსს” ესტუმრებიან.
რაც შეეხება “ჰიტს”, 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას ასევე ხვალ მეორე ლოს ანჯელესურ გუნდთან “კლიპერსთან” ჩაატარებს.
“ტორონტომ” “მემფისი” დაამარცხა – სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
“ოკლაჰომას” გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა – “ოკლაჰომას” ექიმები საქმეში ჩაერთვნენ




