არასრულწლოვანის გამოსახულებიანი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისთვის თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-ფლობა.
დაკავებული 18 წლისაა. უწყების ცნობით, მან არასრულწლოვანის გამოსახულებიანი პორნოგრაფიულ მასალა, პირადი სარგებლობისთვის, შეიძინა, ფლობდა და საკუთარ კომპიუტერში ინახავდა.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება