“რამდენიმე კითხვა პოლიციელებთან” – საბა ბრაჭველი

იურისტი, საბა ბრაჭველი:
პატრულ-ინსპექტორი აღამალი ასკეროვი პირველად ორი წლის წინ გავიცანი, როცა ბიძინა ჟამერაშვილთან (შემდეგში – მათე დევიძის ცრუ მოწმე) და სხვებთან ერთად, ცარიელი ფურცლის გამო რუსთაველზე მოქალაქეები დააკავა. გუშინ ასკეროვმა ათრია და დააკავა პენსიონერი ქალები – მაია სულაბერიძე და გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. ცრუმოწმეობასა და ცილისწამებასთან ერთად, ასკეროვმა მოქალაქეებისთვის “ნეხვის” ძახილიც მოასწრო.
აღამალი ასკეროვზე -ის არაოფიციალური ფეისბუქ გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” რამდენიმე დღის წინ ასე წერდა: “პატრულ-ინსპექტორი აღამალი ასკეროვი დღეს თითოეულ პოლიციელშია! ეს ადამიანი დღეს მე ვარ მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს ყველა ჩვენგანი.”
ახლა რამდენიმე კითხვა პოლიციელებთან:
1. გრძნობთ, რომ ასკეროვი დღეს “თითოეულ პოლიციელშია”?
2. როგორი გრძნობაა, რომ ასკეროვის “თითოეულ პოლიციელში” შემოყვანა სურთ?
3. აკეთებთ რამეს, რომ მოქალაქეები “თითოეულ პოლიციელში” ასკეროვს არ ხედავდნენ? და თუ ბოლო კითხვაზე პასუხი უბრალოდ დუმილია, მაშინ არ გაგიკვირდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხელმძღვანელობის მსგავსად, ჩვენც თითოეულ თქვენგანში ცრუმოწმე, უზრდელ და მოხუც ქალებზე მოძალადე ასკარიდას დავინახავთ. აქ დემოკრატია, ევროინტეგრაცია და ეგეთი რამეები არაფერ შუაშია – რაღაცა ან გესმის და ან – არა. აშკარაა, რომ პოლიციელებისგან შეუგნებელი, გაუგონარი და ბრმა ჯიშის გამოყვანა აქვთ გადაწყვეტილი და თუ “კარგი პოლიციელები” ასკეროვების მშვიდად ატანას გააგრძელებენ, ასკეროვებად ხვალ ისინი თვითონ გადაიქცევიან.