სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2%.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88%-ით აისახა. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
· ხილი და ყურძენი – 21.0%;
· ბოსტნეული და ბაღჩეული – 19.4%;
· შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 17.2%;
· თევზეული – 16.9%;
· ზეთი და ცხიმი – 13.9%;
· პური და პურპროდუქტები – 12.4%;
· მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.4%;
· ყავა, ჩაი და კაკაო – 10.2%;
· რძე, ყველი და კვერცხი – 8.1%;
· ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.9%;
ჯანმრთელობის დაცვა 8.9%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების – 9.3%, საავადმყოფოების მომსახურების – 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის – 8.0% ქვეჯგუფებზე.
ბოლო ერთ წელში გაძვირდა:
· სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 11.7%;
· ჯანმრთელობის დაცვა – 8.9%;
· სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 7.3%;
· ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.6%;
· სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 4.2%;
· განათლება – 2.1%;
· საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.4%;
ბოლო ერთ წელში გაიაფდა:
· ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.7%;
· ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2.2%;
· ტრანსპორტი – 0.8%;
· კავშირგაბმულობა – 4.2%;
· დასვენება, გართობა და კულტურა – 2.1%;
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით:




