-ში ე.წ. შათდაუნით გამოწვეული პერსონალის დეფიციტის გამო აეროპორტებში მასშტაბური შეფერხებებია

აშშ-ში ე.წ. შათდაუნით გამოწვეული პერსონალის დეფიციტის გამო აეროპორტებში მასშტაბური შეფერხებებია, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემის ცნობით, -ის 30 მთავარი აეროპორტიდან ნახევარს აქვს პერსონალის დეფიციტი. როგორც „ბიბისი“ წერს, „შათდაუნის“ შემდეგ თითქმის 13 000 ავიადისპეჩერიხელფასის გარეშე მუშაობს. შაბათ-კვირას ნიუ იორკში ავიადისპეჩერების დაახლოებით 80% არ გამოცხადდა სამსახურში.
საავიაციო უწყებამ მოუწოდა კანონმდებლებს, დაასრულონ მთავრობის მუშაობის შეჩერება, რათა თანამშრომლებმა „მიიღონ გამომუშავებული ხელფასი და მგზავრებმა თავიდან აიცილონ შემდგომი შეფერხებები“.
შაბათს, FlightAware-ის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 4 500 ფრენა შეფერხდა და 500-ზე მეტი გაუქმდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.