შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ – ადვოკატი

შიმშილობა დაიწყო რუსეთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილემ, 71 წლის აზა ჩილაჩავამ. დან დევნილი ქალი პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა აქციის მონაწილეების მიერ ისევ გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ.
„დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, – დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ადვოკატმა მარიკა არევაძემ მას შემდეგ, რაც გასულ ღამით აზა ჩილაჩავა იზოლატორში გადაიყვანეს.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. მხოლოდ 27-31 ოქტომბრის პერიოდში – 29.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“