– რვა ომი შევაჩერე, ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ – პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მან მსოფლიოში რვა ომი დაასრულა და ერთადერთი ომი, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, წარმატებას ვერ მიაღწია, რუსეთ-უკრაინის ომია.
„რვა ომი შევაჩერე. ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და – და ეს მოხდება – არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – აღნიშნა ტრაპმა.
მისი თქმით, ომები ტარიფების დახმარებით შეაჩერა.
„იცით, როგორ შევაჩერე ისინი? ბევრ შემთხვევაში, შემთხვევათა 60%-ში ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და ვერ შეძლებთ შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებას“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.
„მასთან სხვაგვარად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდ ბიზნესს არ ვაწარმოებთ, იცით? ის არ არის ისეთი, ვინც ჩვენგან ბევრს ყიდულობს, სისულელის გამო. ვფიქრობ, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ვაჭრობა და სთვის ბევრი ფულის გამომუშავება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეუძლა თუ არა მას ომის რამდენიმე თვეში მოგვარება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, დიახ“.

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება