ტრავმირებული შენგელია “რეალთან”, ალბათ, ვერ ითამაშებს – “ბარსელონა” განცხადებას ავრცელებს

ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „ბარსელონა“ სახლში „მურსიასთან“ 78:81 დამარცხდა, მასპინძელთა გუნდის მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კარგად ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
კატალონიური კლუბის ცნობით, შენგელიას მარცხენა კოჭ-წვივი დაუზიანდა და მისი მდგომარეობა დღეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
3Cat-ი წერს, რომ ტრავმის სავარაუდო სირთულიდან გამომდინარე, 7 ნოემბერს ქართველის ევროლიგაზე „რეალთან“ თამაში საეჭვოა, რაც „ბარსასთვის“ დიდი დანაკლისი იქნება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 27 ნოემბერს ს უმასპინძლებს, 30 ნოემბერს კი ესპანეთს ესტუმრება და იმედია, იქამდე თორნიკე მწყობრში ჩადგება.