დასავლური სანქციების ფონზე, თურქეთი ს ნავთობს სხვა წყაროებიდან ანაცვლებს

ამის შესახებ “როიტერსს” აცნობა ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის მქონე ორმა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროდან რამდენიმე წყარომ.
თურქეთი, ჩინეთსა და ინდოეთთან ერთად, ს ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. თურქეთის გადამამუშავებელი კომპანიები ინდოეთის მსგავს ნაბიჯებს დგამენ, რაც აჩვენებს -ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთის ნავთობის გაყიდვის და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებელი რესურსების შესამცირებლად გაწეული ძალისხმევის ეფექტიანობას.
თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადამამუშავებელმა კომპანიამ Socar Turkey Aegean Refinery (STAR), რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ი ფლობს, ახლახან ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებისგან შეისყიდა ოთხი პარტია ნედლი ნავთობი, რომელსაც დეკემბერში მიიღებს.
პარტიის მოცულობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს 77 ათასიდან 129 ათასამდე ბარელ არარუსულ ნავთობს დღეში და იმას, რომ SOCAR-ი ნაკლებ რუსულ ნედლ ნავთობს გამოიყენებს.
გლობალური ვაჭრობის მონაცემთა ანალიზის კომპანია Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერსა და ოქტომბერში STAR-ის ობიექტების მიერ გადამუშავებული ნედლი ნავთობი – დაახლოებით 210 ათასი ბარელი დღეში – პრაქტიკულად სრულად რუსული იყო.
STAR-მა ნავთობის ერთ-ერთი პარტია ყაზახეთის KEBCO-სგან შეისყიდა, აცხადებს ორი წყარო, რომელთა თანახმად, ეს ნედლეული იგივე ხარისხისაა, როგორიც რუსეთის ურალის ნავთობი.
ფორუმი