რუსთაველის გამზირზე პოლიცია ისევ აჩერებს დემონსტრანტებს, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებზე

რუსთაველის გამზირზე პოლიცია აგრძელებს დემონსტრანტების მეტროსთან გაჩერებას და დაკავებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აქციიდან იტყობინება.
სავარაუდოდ, დაკავებულია ორი დემონსტრანტი, მათ შორის აზა ჩილაჩავაც დან დევნილი 71 წლის ქალი. -ს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. აქციის მონაწილეებმა დაინახეს და გადაიღეს, როგორ ჩასვა ის პოლიციამ ავტომობილში.
აზა ჩილაჩავას პოლიციამ 19 ოქტომბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 22 ოქტომბერს ის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს მაია სულაბერიძე, თუმცა ის პოლიციამ მოგვიანებით გაუშვა.
პოლიციამ დემონსტრანტების მეტროსთან გაჩერება იდენტიფიცირების მოტივით და დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გადაკეტეს, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ გახსნა. საპროტესტო აქცია ტროტუარაზე გაგრძელდა.
მხოლოდ წინა ხუთი დღის განმავლობაში – 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით – რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.
შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდავი კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას.
გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“