პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გაათავისუფლეს, რომელიც მანამდე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გადაკეტილი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა მათ მიმართეს: “რუსებო, რუსებო!”.
სამართალდამცველები გზის გადაკეტვაში მონაწილე მომიტიგეებს ე.წ სამხრე კამერებით იღებდნენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან
მანიფესტი წაიკითხეს, შემდეგ კი გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. მათ სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ გზა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. აქციის მონაწილეეები სკანდირებდნენ: “წადი, წადი, ბრძოლა ბოლომდე! საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას”.
აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…