ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დავოსის ფორუმს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დავოსის ფორუმს შეუერთდება, სადაც შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
შვეიცარიის სამთო კურორტი, მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, 3 000 სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია.
ფორუმზე არ განიხილება მხოლოდ ეკონომიკა. მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტრატეგიებზე კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში