გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს.
რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ანტიკორუფციული მიმართულებით დადებითი შედეგების წარმოსაჩენად.
“ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებთან თუ ნებისმიერ სხვა პარტნიორ სახელმწიფოსთან, თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ, ფაქტებზე დაფუძნებით, ისაუბროს იმ წარმატებების შესახებ, რომლებიც არსებობს. საქართველოს, ამ მიმართულებით, შთამბეჭდავი რეზულტატები აქვს”, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს