“ჰუსიტების” მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა აშშ-ის კუთვნილ სატვირთო ხომალდს მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, “ჰუსიტებმა” იემენის სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს -ს კუთვნილ სატვირთო გემს.
გემს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი მოგზაურობას ადენის ყურეში აგრძელებს.
გადამზიდავმა კომპანიამ განაცხადა, რომ გემს ფოლადის ნაწარმი გადაჰქონდა.
რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც გაისროლეს აშშ-ის გამანადგურებლის მიმართულებით წითელ ზღვაში, გააჩერა და ჩამოაგდო ამერიკულმა გამანადგურებელმა.
“ჰუსიტები” გემებს ნოემბრიდან ესხმიან თავს. გასულ კვირას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არმიამ დარტყმები მიაყენა “ჰუსიტების” სამიზნეებს იემენში, გემებზე თავდასხმების საპასუხოდ. გაერთიანებულმა ძალებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, განახორციელეს ათობით საჰაერო და საზღვაო დარტყმა რაკეტების გაშვების ობიექტებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იემენის შიგნით.