აშშ-მა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავს დაარტყა, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავზე ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.
ჰეგსეტის თქმით, „დარტყმის დროს, რომელიც საერთაშორისო წყლებში განხორციელდა, ნავზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა“.
„ყველა ტერორისტი დაიღუპა. დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, – აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.




