ხასო ხანგოშვილს დღეს დაკრძალავენ

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა. 81 წლის ხასო ხანგოშვილი ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული ხეობაში მიმდინარე პროცესებში. გარდა ამისა, ხანგოშვილი წლების განმავლობაში კავკასიელი ხალხის ცხოვრებას იკვლევდა, წერდა მათი ბრძოლის ისტორიაზე.
უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.