16
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
რატომაა დღეს მოსკოვზე მიტანილი შეტევა მნიშვნელოვანი?
– პირველ რიგში, ამას ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. აქამდე იბომბებოდა პერიფერიები: ბელგოროდი, როსტივი, სტავროპოლი და ა.შ. რაც რუსი ბიდლოსთვის არაფერს ნიშნავს. აი, მოსკოვი კი თემაა. ანუ დედაქალაქსაც თუ ვეღარ იცავს ხ#ილო, მაშინ მთლად კარგად ვერაა საქმე და რაღაც ან ვიღაც უნდა შეიცვალოს – ფიქრობს ბიდლო;
– რუსეთმა დიდი ხნის წინ დაიწყო ომი გამოფიტვამდე და სახელმწიფო ტერორიზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ (+სულ ახლახანს კიევ პეჩერის ლავრაც მიაბომბეს). უკრაინა ამაზე პასუხობს სამხედრო და ეკონომიკური (ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის) განადგურებით. რუსეთის ეკონომიკა კი ძირითადად ნავთობსა და გაზზე დგას. რუსეთის ევროპულ ნაწილში აღარ დარჩა ხელუხლებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და რაც გადარჩა, იმასაც სრულად ამოუწვავენ;
– რუსეთში უკვე იგრძნობა საწვავის დეფიციტი და მოსალოდნელია, რომ მარაგების ამოწურვის შემდეგ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან (სანქციების გამო კი ქარხნებს მალე ვერ აღადგენენ);
– ეს კი ნიშნავს, რომ ვერ აიღებენ ან ძალიან გაჭირდება მოსავლის აღება (ხორბალი, სიმინდი, ჭვავი და ა.შ.). არადა, სეზონი უკვე დგება. ეს ნიშნავს შემოსავლების შემცირებას, ვალების ზრდას და საერთო ჯამში უკმაყოფილებას;
– საწვავის დეფიციტის პირობებში გაჭირდება სერვისებისა და პროდუქციის მიწოდება. რუსეთი კი დიდი ქვეყანაა. ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე რამის მისატანად დიდი რაოდენობით საწვავი გესაჭიროება. ანუ ერთი კონკრეტული პროდუქტი X ქალაქში საკმარისზე მეტიც რომ გქონდეს, სხვა ქალაქებში მისი მიწოდება გაგიჭირდება;
– ეს ყველაფერი კი გამოიწვევს უკმაყოფილების (რომელიც ისედაც არსებობს მოუგებელი ომის გამო) ზრდას;
– მე არ მგონია, რომ ამ ეტაპტზე ხალხი მასიურად გამოვიდეს გასაპროტეტსებლად. იქ მაგისი თავი და კულტურა არავის აქვს. სამხედროებსა და ელიტებში უფრო შეიძლება “რაღაც” მომწიფდეს, რაც არაერთხელ დასრულებულა კიდეც ხელისუფლების შეცვლით რუსეთის ისტორიაში;
– უკრაინელების ეს ბოლო შეტევა ჯერ კიდევ არ არის პიკი. ისინი სულ უფრო და უფრო ზრდიან ინტენსივობას და მგონია, რომ ეს ზაფხული ძალიან ცხელი იქნება რუსებისთვის;
წარმატებები და გამარჯვება უკრაინას!
იმპერია უნდა დაემხოს და ეს შეიძლება ყველამ ერთად ვიხილოთ!