ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება – საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი

ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება – საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი
ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.
„ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ პლატფორმას. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევრონესტის რეზოლუციებს, რომელთაგან ერთ-ერთში 2024 წლის საპარლამენტო „გაყალბებულად”, არჩეული ხელისუფლება კი „თვითგამოცხადებულად” არის მოხსენიებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებით გამოეხმაურა. „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს