გომელაურის გადამალული ქონება – მედია

ტვ პირველის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შაუმიანის ნუშის ბაღები, “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკუთვნის. როგორც “შაბათის ეთერს” წყარო უყვება, 360 ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე გაშენებული ნუშის პლანტაცია, ყოფილმა პირველმა პოლიციელმა, მეგობარ ძალოვანებთან ერთად რამდენიმე წლის წინ შეიძინა და დიდ ბიზნესიც წამოიწყო.
36 ჰექტარი მიწა, სადაც ნუშის ათასობით ნერგი დარგეს, ოფიციალურად კომპანია “შაუმიანის ნუშის ბაღებს” ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “შაუმიანი ნუშის” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კაზრეთელი ბიზნესმენი, შალვა აზარაშვილია, თუმცა, მედიის ცნობით, ის ამ ბიზნესში მხოლოდ ფიქტიური პირია და ვახტანგ გომელაურმა ნუშის პლანტაციები მარნეულში, მის მოადგილე იოსებ ჭელიძესა და დავით კოდელაშვილთან ერთად გააშენა.