პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან – კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მერებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემურად განვითარებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე. საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა.
მ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა