ლონდონში The Best-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ფიფამ სარეკორდო მესამედ სუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.
მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს – არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) მეშვიდე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო მეკარე – ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი – სარინა ვიგმანი (ინგლისი)