პროკურატურა ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კობა გაბუნიას მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა გაბუნიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურორმა კი მოსამართლეს კობა გაბუნიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორის განცხადებით, კობა გაბუნიამ ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა